- ეკონომიკური ჩამორჩენილობა
- მდგომარეობა, რომელიც არსებითად განსხვავდება განუვითარებლობისგან. ეს უკანასკნელი შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომელიც არ გულისხმობს რესურსების გამოყენებას. მაგალითად, ამერიკელი კოლონისტები ჩრდილოეთ ამერიკას განუვითარებელ რეგიონად თვლიდნენ. მიწა, მისი პოტენციური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სათანადოდ არ მუშავდებოდა. ეკონომიკური ჩამორჩენა კი ნიშნავს იმ სიტუაციას, როცა რესურსები აქტიურად გამოიყენება, თუმცა მათი გამოყენებით სარგებლობს დომინანტური სახელმწიფო და არა ის ღარიბი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც მოიპოვება რესურსები.Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]
Georgian encyclopedia. 2013.